19 ნოემბერი 2024,   06:27
ვრცლად
ბათუმსა და ქობულეთში აბსოლუტურად ყველა კლინიკა შეესაბამება კოვიდცენტრის მართვის დღევანდელ კრიტერიუმებს - ლევან რატიანი

მედიკოსთა ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც რეანიმაციის და ინფექციურ სნეულებათა მიმართულების ექიმები არიან, აჭარის რეგიონში არსებული კოვიდცენტრები მოინახულა და არსებული მდგომარეობა შეამოწმა.

ჯგუფის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის თქმით, რეგიონში არსებული კოვიდცენტრები არსებულ კრიტერიუმებს შეესაბამება. ლევან რატიანი კოვიდინფიცირებულების ზრდას არ გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება:

"თითქმის ყველა კლინიკაში ვიყავი ბათუმში და ქობულეთში. აბსოლუტურად ყველა კლინიკა, სადაც ვიყავი, აღჭურვილია მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, რომელიც შეესაბამება კოვიდიცენტრის მართვის დღევანდელ კრიტერიუმებს.

შესაძლებელია გაიზარდოს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ არ გვყავს აჭარაში კრიტიკული პაციენტები. მინდა დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა, რომ რაც შეიძლება, უნდა ვიყოთ მშვიდად," - აცხადებს თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ამბობს, რომ აჭარაში სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება. ნინო ნიჟარაძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს არსებული რეკომენდაციების დაცვისკენ.

"ჩვენ გვყავდა კლინიცისტების, პროფესიონალების და ეპიდემიოლოგების ჯგუფი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით მოხდა შეფასება იმ მუშაობის, რაც დღემდე მიმდინარეობს, ყველა გამოწვევა ერთად გავიარეთ  და გვრჩება კიდევ გამოწვევები, რომელიც არის გადასალახი. ვთვლით, რომ სიტუაცია არის სტაბილური, კონტროლს დაქვემდებარებული. მოსახლეობას მოვუწოდებთ უფრო მეტი ყურადღებისკენ, წესების დაცვისკენ. წესების უგულებელყოფის შემთხვევაში, ჩვენ ვერ შევძლებთ სიტუაციის სტაბილიზებას," - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

დღის ამბები