19 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
რატომ აცხადებს ჩოლოიანის ადვოკატი, რომ ლუკა სირაძე სუიციდის დროს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა - ოჯახი ადვოკატს ტყუილში ადანაშაულებს

ადვოკატი გაგი მოსიაშვილი, რომელიც არასრულწლოვან ლუკა სირაძისგან ჩვენების იძულებით აღებაში ბრალდებულ გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის უფლებებს იცავს, აცხადებს, რომ გარდაცვლილი მოზარდის სისხლში ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩინეს.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ადვოკატს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ, ფსიქოტროპული საშუალებები გარდაცვლილს სამედიცინო დანიშნულებით გაუკეთდა კლინიკაში მიყვანის შემდგომ. მათივე განცხადებით, გარდაცვალების დღეს ლუკას ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე არსებულ სისხლში ნარკოტიკული ნივთიერებები არ დაფიქსირდა. ორგანიზაციის შეფასებით, ადვოკატი საზოგადოებაში ლუკა სირაძის და მისი ოჯახის მიმართ ნეგატიური განწყობის ფორმირებას და ამ გზით საკუთარი კლიენტის ინტერესების დაცვას ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის ინფორმაციით, ლუკა სირაძე ფსიქოლოგის გარეშე განყოფილებაში ექვსსაათნახევარი, ღამის თორმეტის ნახევრამდე იმყოფებოდა და გამომძიებელმა მარიანა ჩოლოიანმა მას უთხრა, თუ დანაშაულს, მწვანე სკოლის კედლების მოხატვას არ აღიარებდა, მის ძმას, რომელიც სამხედრო აკადემიაში სწავლობდა, გარკვეული სახის პრობლემები შეექმნებოდა.

ინსპექტორის სამსახურის შეფასებით, ჩოლოიანმა დაკითხვა მაქსიმალურად დამთრგუნველად და მუქარით წარმართა. გამოძიებით დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა არასრულწლოვნის მიმართ ფსიქოლოგიური იძულების ფაქტს, მათ შორის მარიანა ჩოლოიანმა ლუკა სირაძეს დაუპირისპირა ამავე პერიოდში პოლიციის განყოფილებაში დაბარებული სხვა მოწმეები.

დღის ამბები