05 მაისი 2024,   15:58
ვრცლად
სომხეთის თავდაცვის უწყება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე სარაკეტო დარტყმის მცდელობას უარყოფს

სომხეთი ბაქო თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე სარაკეტო განხორციელების მცდელობას უარყოფს. 

თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი შუშან სტეპანიანის განცხადებით, აზერბაიჯანის განცხადება ტყუილია. ამის შესახებ ის, "ფეისბუკში" წერს. 

„აზერბაიჯანული მხარის განცხადება, რომ სომხურმა ქვედანაყოფებმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე დარტყმის განხორციელება სცადეს, ტყუილია. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენს სამიზნეს არ წარმოადგენს ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურა, თუმცა ადგილმდებარეობის განურჩევლად, ყველა სამხედრო ობიექტი და ადგილი, საიდანაც ცეცხლს გახსნიან არცახის მიმართულებით, განადგურდება”, – წერს სომხეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენელი.

მანამდე, აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა  ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მონაკვეთზე სარაკეტო დარტყმების განხორციელება სცადეს, თუმცა მათი ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ „აღნიშნული ტერორისტული მცდელობა აღკვეთა”.

ამავე თემაზე
დღის ამბები