07 სექტემბერი 2026,   21:45
ვრცლად
გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა. რეგიონში ინფიცირების 259, ხოლო ინფექციისგან განკურნების 280 შემთხვევა დაფიქსირდა. 

ერთ-ერთი გარდაცვლილი 65 წლის ქალია, რომელსაც ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ჰქონდა. გარდა COVID -19-სა, პაციენტს აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანისთანავე რთულად შეფასდა; კლინიკაში ყველა შესაბამისი ღონისძიება გატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მეორე გარდაცვლილი 70 წლის კაცია. მას COVID -19-ის გარდა აღენიშნებოდა ქრონიკული დაავადებები: თირკმლის მწვავე უკმარისობა, ღვიძლის მწვავე უკმარისობა, დისტრეს სინდრომი, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის ქრონიკული უკმარისობა, ღვიძლის ციროზი. 

ამ ეტაპზე, აჭარაში Covid კლინიკებში მოთავსებულია 472 პაციენტი, მათგან 15 არასრულწლოვანია, 20 კი ორსული.
რეანიმაციაში მოთავსებულია 23 პაციენტი. თავისუფალი საწოლები 53-ა.

ამასთან, Covid სასტუმროებში მკურნალობას გადის 886 პაციენტი, მათგან 92  არასრულწლოვანია.

აჭარაში ბინაზე 1000-ზე მეტი პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

დღის ამბები