05 მაისი 2024,   13:59
ვრცლად
თუ სომხეთის ტერიტორიზე დარტყმა განხორციელდება რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს - ნიკოლ ფაშინიანი 

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, კონფლიქტის დარეგულირება კომპრომისების საფუძველზე უნდა მოხდეს. მან ფრანც პრესთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღი და სომხეთი მზად არიან დათმობაზე წავიდნენ იმდენად, რამდენადაც აზერბაიჯანი მზადაა დათმობებისთვის.

სომხეთის პრემიერმა ინტერვიუ მისცა BBC-საც, სადაც აღნიშნა, რომ რუსეთმა ერევანი დაარწმუნა, რომ ოფიციალური მოსკოვი შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს, თუ სომხეთის ტერიტორიზე დარტყმა განხორციელდება.

პარალელურად, იერიშების შედეგად, მოწინააღმდეგეზე მიყენებულ ზარალზე ავრცელებენ ინფორმაციას მხარეები. სომხეთის ოფიციალური უწყებების ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ქალაქ სტეპანაკერტს უწყვეტ რეჟიმში ბომბავენ.

აზერბაიჯანის ინფორმაციით კი, სომხეთის მხრიდან ტერტერის რეგიონში დაბომბვების შედეგად ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ორი დაშავდა. ოფიციალური ბაქო სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ რეგიონში ინტენსიური სროლების შესახებაც იუწყება.

დღის ამბები