"ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად იმერეთის რეგიონში მხარდამჭერებს ხვდება.
ხარაგაულში და ზესტაფონში ამომრჩევლებმა საკუთარ პრობლემებზე ისაუბრეს, როგორიცაა მოუწესრიგებელი გზები, ცხოვრების დაბალი დონე, უმუშევრობა და ეკონომიკური სიდუხჭირე.
ნინო ბურჯანაძისგან მხარდამჭერებმა მოისმინეს პრობლემების მოგვარების გზები, გააცნეს საარჩევნო პროგრამის ის მიმართულებები, რომელიც რაიონებში მოქალაქეების ცხოვრების დონეს გააუმჯობესებს. ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურის განვითარება და ახალგაზრდების დასაქმება იყო ძირითადი მიმართულებები რაზეც ნინო ბურჯანაძე ხარაგაულის მოსახლეობას ესაუბრა.