30 აპრილი 2024,   15:03
ვრცლად
მსოფლიოს ქვეყნებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მატულობს

მსოფლიოს ქვეყნებში​ კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მატულობს. გასულ დღე-ღამეში იტალიაში "კოვიდ-19"-ის 3 600-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, რაც აპრილის შემდეგ რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. ქვეყნის მასშტაბით ღია სივრცეებში უკვე სავალდებულო გახდა პირბადის ტარება.

გარდა ამისა ბრიტანეთიდან, ნიდერლანდებიდან, ბელგიიდან და ჩეხეთიდან იტალიაში ჩასული პირებისთვის სავალდებულო იქნება კორონავირუსზე ტესტის ჩატარებაც.

ბოლო 24 საათში ინფიცირების რეკორდული რიცხვი დაფიქსირდა საფრანგეთსა და ლიბანშიც. მონაცემების ზრდის გამო შეზღუდვები გამკაცრდა ბრიუსელში, სადაც კაფე-ბარები დღეიდან ერთი თვით დაიხურება.

რთული ეპიდსიტუაციაა საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებში. გასულ დღე-ღამეში ვირუსს რუსეთში 202, თურქეთში 56, სომხეთში 5, აზერბაიჯანში კი 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღის ამბები