ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში, კორონავირუსის გავრცელების კუთხით, კვლავ აჭარის რეგიონი ლიდერობს, თუმცა წინა დღეებთან შედარებით, რეგიონში ინფიცირების სტატისტიკამ მოიკლო.
"დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან, 472 ახალი შემთხვევიდან, 230 კვლავ აჭარის რეგიონს უკავშირდება. ინფიცირების რაოდენობა იმატებს თბილისშიც, კორონავირუსი დედაქალაქში დღეს 134 ადამიანს დაუდასტურდა,"- განაცხადა მარინა ენდელაძემ.
მისივე ინფორმაციით, 8 ოქტომბრის სტატისტიკით, ახალი კორონავირუსის გავრცელების არეალი ასეთია: იმერეთი -68, სამცხე-ჯავახეთი -8, ქვემო ქართლი -8, სამეგრელო -8, შიდა ქართლი - 6, კახეთი- 5 და მცხეთა მთიანეთის რეგიონი -5.