05 სექტემბერი 2026,   14:02
ვრცლად
ბოლო 24 საათში სამი კოვიდპაციენტი აჭარაში გარდაიცვალა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ბოლო 24 საათში სამივე პაციენტი აჭარის რეგიონში გარდაიცვალა. 

"დღეს გარდაცვილთა საერთო რადენობით, ამჟამად, გარდაცვლილია 66 პაციენტი, გუშინ გარდაიცვალა 3. ვიცი, რომ სამივე არის აჭარიდან. თუმცა, პაციენტების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს,"-განაცხადა მარინა ენდელაძემ. 

ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 66-ს შეადგენს.

დღის ამბები