"კონსერვატიულმა" პარტიამ ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გიორგი მორგოშია წარადგინა. როგორც პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა აღნიშნა, ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატი ზუგდიდს, როგორც ტრადიციულ და ეროვნულ ქალაქს შეეფერება და ჩამოყალიბებული კონსერვატორია.
ზვიად ძიძიგური დასძენს, რომ მორგოშია მათი პროგრამის "სპორტი ნარკოტიკის ნაცვლად, დაფასებული ვეტერანი, ეკლესიის მხარდაჭერა" გამტარებელი იქნება და ზუგდიდელების მხარდაჭერის იმედი აქვს.
თავის მხრივ, კანდიდატმა აღნიშნა, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი პროგრამის სხვა ჩამონათვალთან ერთად ახალგაზრდებია. მხარდამჭერებთან შეხვედრა ზუგდიდში, მერაბ კოსტავას ძეგლის მიმდებარედ შედგა.