28 აპრილი 2024,   14:59
ვრცლად
სოფელ ერისიმედში ტესტირებისა და თერმოსკრინინგისთვის სამედიცინო კარვები მოეწყო

ჯანდაცვის უწყებების, ეპიდემიოლოგებისა და ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დღეს დილიდან სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი ერისიმედში სამედიცინო კარვები მოეწყო.

სოფელში შემსვლელ და გამსვლელ მოქალაქეებს პრევენციული ღონისძიების მიზნით ტესტირება და თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ.

ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სოფელში 58 წლის ქალს და მის მეუღლეს ვირუსი დაუდასტურდათ. ინფიცირების სავარაუდო წყარო მათ აჭარაში მოგზაურობას უკავშირდება.

კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. ცნობილია, რომ დაინფიცირებულს კონტაქტი ადგილობრივების უმრავლესობასთან ჰქონდა, როს გამოც ყველა მათგანს ნიმუშები აუღეს და გამოსაკვლევად ლაბორატორიაში გადაგზავნეს. 

რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების 74-ე შემთხვევაა დაფიქსირებული.

დღის ამბები