"თბილისი ცენტრალი" რამდენიმე დღით დაიკეტა. ინფორმაციას თავად სავაჭრო ცენტრი ავრცელებს.
სავაჭრო ცენტრის ცნობით, "ცენტრალი" რამდენიმე დღით სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით დაიკეტა.
"ძვირფასო მომხმარებლებო! მინდა გაცნობოთ, რომ დღეს 9 ოქტომბერს 12-13 საათიდან სავალდებულოა ჩატარდეს სავაჭრო ცენტრში სრული სადეზინფექციო სამუშაოები,რომელიც მოითხოვს ცენტრის ყველა სავაჭრო ობიექტის დახურვას, ვაჭრობის და სამუშაოების დროებით შეჩერებას 2020 წლის 12 ოქტომბრის დილის 09:00 საათამდე," - ნათქვამია განცხადებაში.
"თბილისი ცენტრალში" ყველა ობიექტი დაიკეტება, გარდა რკინიგზის სალაროებისა.