19 ნოემბერი 2024,   06:17
ვრცლად
დავიჯერეთ, რომ ქართველები ძალიან მაგრები ვართ, დავამარცხეთ კორონა, აღარც პირბადე გვინდა, აღარც დისტანცია და არავითარი რეგულაციის დაცვა - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. გამყრელიძის თქმით, აგვისტოში, აჭარაში განსაკუთრებით დიდი მობილობა იყო, შესაბამისად, არსებობდა პროგნოზები, რომ რეგიონში ვირუსის გავრცელება გაიზრდებოდა.  

"მთავარი მაინც იყო აგვისტოს განმავლობაში ძალიან დიდი მობილობა აჭარაში, კერძოდ ბათუმში და კიდევ მთავარი, ივნისში, ივლისში ჩვენ დავიჯერეთ, რომ ქართველები ძალიან მაგრები ვართ, მოვერიეთ კორონას, დავამარცხეთ ის, აღარც პირბადე გვინდა, აღარც დისტანცია  და არავითარი რეგულაციის დაცვა. აი, ამან გამოიწვია ის აფეთქება, რომელიც გავრცელდა. გარკვეულად ვპროგნოზირებდით, რომ ზაფხულის შემდეგ ეს გვექნებოდა სამწუხაროდ, აჭარიდან," – განაცხადა გამყრელიძემ. 

დღის ამბები