დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი აცხადებს, რომ პირველ რიგში მაღალი რისკის ჯგუფთა წარმომადგენლები აიცრებიან, მათ შორის ორსულები და დიალეზზე მყოფი პაციენტები. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე მომწოდებელი ვაქცინის 25 000 დოზას გვაწვდის.
"რადგან პირველ ეტაპზე მომწოდებელი გვაწვდის 25 000 დოზა ვაქცინას, ვფიქრობ, უპრიანია, რომ ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფები აიცრან ვაქცინების პირველი ტრანშით და შემდეგ ჩაერთონ სხვა მაღალი რისკის ჯგუფები, რომელიც ასევე განსაზღვრულია საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე.
ვფიქრობ, რომ პირველი 25 000 დოზა გამიზნული უნდა იყოს ორსულების, დიალეზზე მყოფი პაციენტებისა და მათი მომვლელი პერსონალის, აივ ინფიცირებული პაციენტების, C ჰეპატიტის მკურნალობაზე მყოფი პაციენტების, ბავშვთა სახლებისა და მოხუცთა თავშესაფრების ბინადრების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურე პერსონალის ასაცრელად. ესაა ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფები, რომელთაც პირველ რიგში უნდა ჩაუტარონ ვაქცინა,"- განაცხადა ზახაშვილმა.