07 სექტემბერი 2026,   00:25
ვრცლად
გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს გამოვლენილ ხარვეზებს ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი გამოეხმაურა

გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს გამოვლენილ ხარვეზებს ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი გამოეხმაურა.

იოანე გამრეკელის თქმით, მას აქვს ინფორმაცია არსებული პრობლემის შესახებ, თუმცა ამბობს, რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ცდილობს პრობლემის მოგვარებას. მისივე ინფორმაციით, დაზიანებული სახურავიდან წყალი აღარ ჩაედინება.

რაც შეეხება კითხვას ვენტილაციის პრობლემასთან დაკავშირებით, მირეოპოლიტი ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და მას ტაძარში კლიმატის ცვლილება არ უგრძვნია. სასულიერო პირი იმედოვნებს, რომ პრობლემა მალე მოგვარდება.

შეგახსენებთ, გელათის ტაძარზე სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს პრობლემები შეიქმნა - კრამიტი დაზიანდა, ტაძარში წყალი ჩავიდა, რამაც ფრესკები დააზიანა. პრობლემას ადასტურებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში და აცხადებენ, რომ სახურავი სრულად შეიცვლება.

დღის ამბები