19 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
აჭარაში კოვიდინფიცირებული კიდევ ერთი, 55 წლის პაციენტი გარდაიცვალა - ეს რეგიონში დღეს მეოთხე გარდაცვალების შემთხვევაა

აჭარაში კოვიდინფიცირებული კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა - 55 წლის კაცი კლინიკა "მედინაში" გადიოდა მკურნალობის კურსს. პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მიიყვანა. მას მძიმე ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა, კერძოდ, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის ქრონიკული უკმარისობა.

კლინიკაში მოთავსებისთანავე პაციენტი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

დღეს აჭარაში სულ 4 კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.

დღის ამბები