19 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
N1 საშუალება "რემდესივირი" ჯერჯერობით ფუფუნებაა, საქართველო მედიკამენტს ოქტომბრის ბოლოდან მიიღებს - თენგიზ ცერცვაძე

საქართველო მედიკამენტ "რემდესივირს" ოქტომბრის ბოლოდან მიიღებს - ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს თენგიზ ცერცვაძემ მიაწოდა. ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი ამბობს, რომ მოგვიანებით გახდება ხელმისაწვდომი მონოკლონური ანტისხეულებიც, რომლის კვლევაშიც საქართველო ჩაერთვება.

"რემდესივირის" გამოყენება იგეგმება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც კორონავირუსის მძიმე ან კრიტიკული ფორმა აქვთ. პრეპარატი დაემატება იმ მკურნალობას, რასაც ისინი ამ ეტაპზე იღებენ.

"რემდესივირის" ჯერჯერობით ფუფუნებაა, მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს და კიდევ რამდენიმე ქვეყანა უკვე შეძენის პროცესშია. გამოინახა მექანიზმები, რომ სადღაც 10-14 დღეში, ამას კიდევ დავაზუსტებთ, მოწოდება განხორციელდება და სადღაც 25-30 ოქტომბრიდან საქართველოს მოქალაქეებს, ის ვინც სამწუხაროდ ავად გახდა და ვისაც აქვს კრიტიკულად მძიმე ფორმა ყველაფერ იმასთან, რაც აქამდე ჰქონდათ დაემატება დღეისთვის ნომერ პირველი საშუალება - "რემდესივირი", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

დღის ამბები