07 სექტემბერი 2026,   01:22
ვრცლად
რთველი რაჭაში - რეგიონში 2500 ტონამდე მოსავალს ელიან

რაჭაში ყურძნის კრეფა აქტიურად მიმდინარეობს. უკვე გადამუშავებულია 900 ტონამდე "ალექსანდროული" და "მუჯურეთული", რომელიც "ხვანჭკარას" დასამზადებლად გამოიყენება. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ადგილზე ყურძნის ჩასაბარებელი 20 პუნქტია გახსნილი.

წელს რაჭაში 2500 ტონამდე მოსავალს ელიან. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, ყურძნის მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, რთველის საკოორდინაციო შტაბი ამბროლაურში მდებარეობს.

"რამდენიმე დღეა უკვე რაჭაში რთველი დაიწყო. უხვმოსავლიანი წელია და ალბათ მოსავალი შარშანდელ ნიშნულს გადააჭარბებს. ჩაბარება რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს,"- აცხადებს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა.

დღის ამბები