07 სექტემბერი 2026,   03:37
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმე - არასრულწლოვნების პროცესი გვიან ღამით დასრულდა

მცხეთის საქალაქო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების პროცესი გვიან ღამით დასრულდა. ჩვენება ბრალდებულმა ზ.ხ.-მ მისცა.

პროკურორის განცხადებით, მან დაადასტურა, რომ ავტომობილიდან გადმოსვლის შემდეგ, ყველა ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფებს დაედევნა და მიზეზად აგარაკზე დარჩენილ მეგობრებზე ინფორმაციის მიღება დაასახელა. პროცესზე გამოიკითხა ვახო ჩიქოვანიც. ის ერთადერთი ბრალდებულია, რომელსაც დაზარალებულის სტატუსიც აქვს.

რაც შეეხება საქმეზე მოწმის სახით გამოცხადებულ სამ ბრალდებულს, მათ ამ ნაწილში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს.

 

დღის ამბები