07 მაისი 2024,   20:07
ვრცლად
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო ევროპის ქვეყნებში შეზღუდვები მკაცრდება

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო ევროპის ქვეყნებში შეზღუდვები მკაცრდება. გასულ დღე-ღამეში ნიდერლანდებში COVID-19-ის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ქვეყანაში დღეიდან ერთ-თვიანი ნაწილობრივი კარანტინი დაწესდა. დაიხურა ბარები და რესტორნები.

რეგულაციები გაამკაცრა იტალიამაც. შეზღუდვები დაწესდა შეკრებაზე, ასევე სპორტულ და სასკოლო აქტივობებზე.

ახალი შეზღუდვების დაანონსებას სატელევიზიო მიმართვით გეგმავს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც.

ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქშია 12 ინფიცირებულის გამოვლენის შემდეგ ტესტირება ჩაუტარდა 5 მილიონზე მეტ მოქალაქეს.

რთული ეპიდსიტუაციაა საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებში. ბოლო 24 საათში რუსეთში 244, თურქეთში 62, სომხეთში 6, აზერბაიჯანში კი 3 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

დღის ამბები