16 ნოემბერი 2024,   10:55
ვრცლად
როდესაც გიორგი გახარიაზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ, როდესაც იყო შსს მინისტრი, თავიდან ბოლომდე თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა - გურამ მაჭარაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

"ხალხის ძალის" დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დარღვევა დაადგინა.

გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, აღნიშნულ მოვლენებსა და იმდროინდელ პროცესებზე მთელი პასუხისმგებლობა მხოლოდ გიორგი გახარიას ეკისრება.

"ყველა ქმედებაზე თუკი შეიძლება რაიმე პრეტენზია გვქონოდა გახარიას ხელისუფლებასთან იყო - გიორგი გახარია და დადგინდა კიდეც საერთაშორისო სასამართლოს მიერ ის მოცემულობა, რომ, შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, გახარიას პასუხისმგებლობა იქნება თუკი რაიმე დარღვევები იყო მაშინდელ პროცესებთან დაკავშირებით, რამეთუ თავად განაცხადა, რომ თავიდან ბოლომდე ის იღებდა პასუხისმგებლობას ყველა პოლიციელის თაობაზე. ამიტომ, კიდევ ერთხელ, როდესაც გიორგი გახარიაზე ვსაუბრობთ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ როდესაც იყო შსს მინისტრი, თავიდან ბოლომდე თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დარღვევა დაადგინა. საიას საჩივრები ეხებოდა აქციის დაშლისას, სახელმწიფოს მიერ ძალის გადამეტებასა და განხორციელებულ ქმედებებზე ეფექტიანი გამოძიების არ ჩატარებას. ევროსასამართლომ დაადგინა, რომ ეფექტიანი გამოძიების ნაწილში დაირღვა, ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი, რაც წამების აკრძალვას გულისხმობს.

 

დღის ამბები