ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დედაქალაქში შეზღუდვების დაწესებაზე გადაწყვეტილება მიღებული არაა. თუმცა მინისტრის განმარტებით, საჭიროების შემთხვევაში მიღებული იქნება ისეთი რეგულაციები რომელიც უზრუნველყოფს ინფექციის ჯაჭვის გაწყვეტას.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში პანდემიასთან ბრძოლა ლოკალური შეზღუდვებით გრძელდება.
"ვიმსჯელეთ საბჭოზე ამასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება მიღებული არ არის. კვლავ მივდივართ ლოკალური შეზღუდვებით. ვინაიდან ასეთი შეზღუდვები კარგად მუშაობს, როგორც სკოლების მაგალითზე, ასევე სხვა ინსიტუციების მაგალითზე. თუმცა მსჯელობა გაგრძელდება და საჭიროების შემთხვევაში მივიღებთ იმ საჭირო რეგულაციას, რომელიც უზრუნველყოფს ინფექციის ჯაჭვის გაწყვეტას.
მხოლოდ რიცხვი დაავადებულების არ იქნება არ იქნება გადამწყვეტი, ვინაიდან ჩვენ აქ ვიხილავთ, როგორც საწოლ ფონდს, ასევე ინფიცირებულების რაოდენობას, ასევე მძიმე პაციენტების რაოდენობას, კოვიდ სასტუმროების რაოდენობას, ყოველივე ამის ჯამური შედეგიან გამომდინარე მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებას," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.