07 სექტემბერი 2026,   03:36
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ოფისის მტკიცებით, გადასატანი ყუთის სიაში გარდაცვლილი პირიც მოხვდა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ოფისის მტკიცებით, გადასატან ყუთში მყოფ მოქალაქეებს შორის ერთ-ერთ უბანზე გარდაცვლილი პირიცაა.

ამასთან, პარტიის ადგილობრივი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ანა წითლიძის ინფორმაციით, მათ 7 უბანზე სიები უკვე შეამოწმეს და ყველა მათგანი ჯანმრთელი პირია, რომელსაც უბანზე დამოუკიდებლად  მისვლა შეუძლია.

ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ სიები "ქართული ოცნების" აქტივისტებითა და მხარდამჭერებითაა დაკომპლექტებული და ამაში ხელს საოლქო საარჩევნო კომისია უწყობს.

ენმ საოლქოს რეაგირებისგენ და გადასატანი ყუთების სიების გადამოწმებისკენ მოუწოდებს.

ენმ-ს ბრალდებების საპასუხოდ 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა აღნიშნა, რომ გადასატანი ყუთების სიების დაკომპლექტება დასრულებული არ არის და მათი გადამოწმება საუბნო საარჩევნო კომისიების პრეროგატივაა.

დღის ამბები