"ევროპული საქართველო" ამბროლაურში "ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე საუბრობს.
პარტიის ინფორმაციით, აიპების ხელმძღვანელებს ავალებენ თანამშრომლების სიების მიტანას, სადაც პირად მონაცემებთან ერთად მითითებულია, თუ რომელ კანდიდატს აძლევს ხმას.
"ევროპული საქართველოს" წევრების გიორგი კანდელაკისა და მაია კაციტაძის თქმით, აღნიშნული ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რადგან ხდება თანამშრომლებზე ზეწოლა და მათ სამსახურის დაკარგვის შიში აქვთ.
"ევროპული საქართველოს" წევრები მოუწოდებენ, შესაბამის სამსახურს დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით და შეწყდეს ამომრჩევლებზე ზეწოლა.