07 სექტემბერი 2026,   08:55
ვრცლად
სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაპირისპირებისას რელიგიური დანიშნულების ისტორიული ძეგლები ნადგურდება

სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაპირისპირებისას რელიგიური დანიშნულების ისტორიული ძეგლები ნადგურდება.

საერთაშორისო ორგანიზაციები სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებენ შეწყდეს ცეცხლი და მხარეებმა შეაჩერონ ვანდალური ქმედებები, რომლებიც კაცობრიობის წინააღმდეგაა მიმართული.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ჩართულ სომხეთსა და აზერბაიჯანს, რომის პაპმა არაერთხელ მოუწოდა, შეწყდეს მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვა და გაუფრთხილდნენ ისტორიულ მემკვიდრეობას, რომლის ნაწილსაც რელიგიური დატვირთვის შენობა ნაგებობებიც წარმოადგენს.

აზერბაიჯანის მხრიდან საჰაერო იერიშის შედეგად, მთიან ყარაბაღის ტერიტორიაზე მდებარე, შუშის მაცხოვრის საკათედრო ტაძარი განადგურდა, ტაძარი მეცხრამეტე საუკუნეში აშენდა და ის სომხური ეკლესიის შემადგენლობაში შედის.

დღეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა რუსეთის საგარეო უწყების პირველმა პირმა, სერგეი ლავროვმა თურქეთის პრეზიდენტი გააკრიტიკა, მიზეზი რეჯებ ტაიფ ერდოღანის განცხადება გახდა, მისი თქმით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარებაც შესაძლებელია.

დღის ამბები