"რუსთავი 2-ის"-თვის მიცემულ ბიზნესმენ დავით ხიდაშელის ინტერვიუს, რომელშიც ის აცხადებდა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის პროცესში ხელშეწყობისთვის, საქართველოს რამდენიმე ათეული დოკუმენტაცია გადასცა, შეფასებები მოჰყვა გარეჯის საქმეზე დაკავებულ პირთა ადვოკატების მხრიდან.
საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრის ნატალია ილიჩოვას უფლებადამცველი იმ ფაქტობრივ აცდენაზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით, სატელევიზიო ინტერვიუსა და ჩვენებას შორის არის:
"დავით ხიდაშელი თავის ჩვენებაში ბრალდების პოზიციაზე არ საუბრობს, ხიდაშელი საუბრობს რუკების მოძიების ნაწილში. აცდენა არის ის, რომ ვინ დაავალა და ვისი თხოვნით ან მეშვეობით მოიძია მან რუკა. ერთ ადგილზე ჩვენებაში ამბობს, რომ აქედან დაურეკა მისმა მეგობარმა. სატელევიზიო ინტერვიუში გაცხადებული ინფორმაცია აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ჩვენებაში მიცემულ ინფორმაციას. ეს არის საეჭვო და როცა მოწმის მიერ მიცემული ინფორმაცია არის საეჭვო, რამდენად სანდოა მის მიერ მიცემული ინფორმაცია, სასამართლო დარბაზში უნდა გადაწყდეს," - აცხადებს ნატალია ილიჩოვას ადვოკატი სულხან კომახიძე.