ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია საჯარო სკოლის დირექტორების დანიშვნა გათავისუფლების საკითხზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვს და პოლიტიკურ პარტიებს მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
ბაჩანა შენგელია მიმართვაში ამბობს, რომ აუცილებელია ამ მომენტისთვის თანამდებობაზე მყოფ ყველა დირექტორს მთავრობის დადგენილების საფუძველზე ვადა 2021 წლის 15 მარტამდე გაუგრძელდეს, რათა მათი დანიშვნა-გათავისუფლების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის არ მოხდეს.
"მივმართავ მმართველ პარტიას, სამი თვის ვადით გამოაცხადოს მორატორიუმი, სანამ არ დასრულდება საბოლოოდ არჩევნები, საჯარო სკოლების დირექტორების დანიშვნასა და გათავისუფლებაზე. მივმართავ ხელისუფლებას, მთავრობის დადგენილებით მოახდინოს მორატორიუმის გამოცხადება, ასევე მივმართავ ოპოზიციურ პარტიებს, შეუერთდნენ ამ მოთხოვნას და ერთხელ სამუდამოდ მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც წინასაარჩევნო მანიპულაციებს გამორიცხავს,"- აცხადებს ბაჩანა შენგელია.