19 ნოემბერი 2024,   06:48
ვრცლად
აჭარაში მეწყრის შედეგად დაღუპულთა ოჯახი მერის და გეოლოგიის სამსახურის უფროსის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს

აჭარაში მეწყრის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრები ხელვაჩაურის მერის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და მის გადადგომას ითხოვენ.

ჯუმბერ ვარდმანიძის კაბინეტში თედორაძეების ოჯახის წევრები დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

ისინი მომხდარში მერს და გეოლოგიის სამსახურის უფროსს ადანაშაულებენ და მათ დაუდევრობაში სდებენ ბრალს.

რამდენიმე საათიანი შეხვედრის შემდეგ მერმა კაბინეტი დატოვა, რასაც ხმაური მოყვა. სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრები ავტომანქანასაც გადაუდგნენ.

დღის ამბები