17 ნოემბერი 2024,   19:27
ვრცლად
დღეიდან თბილისსა და იმერეთში რესტორნები და სხვა გასართობი დაწესებულები მხოლოდ 22:00 საათამდე იმუშავებენ

საქართველოში პანდემიის გამძლავრებას მთავრობამ მორიგი რეგულაციებს უპირისპირებს. დღეიდან თბილისსა და იმერეთში რესტორნები და სხვა გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00 საათამდე იმუშავებენ.

დაწესებულ შეზღუდვებს რესტორანთა ასოციაციაში უარყოფითად აფასებენ. სფეროს წარმომადგენლები, ამბობენ, რომ ეს კიდევ უფრო მეტად დააზარალებს სარესტორნო სექტორს, რომელმაც პირველი შეზღუდვების შემდეგაც ძალიან დიდი დარტყმა მიიღო.

რესტორნების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ შეზღუდვების დროს რესტორნების დიფერენცირება უნდა მომხდარიყო, გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაციები სწორედ მათი ჩართულობით უნდა გაევლოთ.

"ისინი შეიძლება ერკვეოდნენ კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში, იღებდნენ სწორ გადაწყვეტილებებს, იმიტომ რომ ძალიან გართულებულია სიტუაცია, მაგრამ ამ სფეროში ვერ ერკვევიან. შეიძლება ითქვას, რომ 100%-დან რაღაცას გადავარჩენთ, ვიღაცის სამუშაოს გადავარჩენთ, მაგრამ ერთი ხელის მოსმით რაც ახლა გაკეთდა, ვფიქრობ, რომ დიდი დარტყმა იქნება. 2020 წლის გაზაფხულამდე, ვფიქრობ, 10% გადარჩება რესტორნებიდან, რომლებიც შეძლებენ ფუნქციონირებას,"- აცხადებს რესტორნების ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე.

კონტროლს ამკაცრებს საპატრულო პოლიციაც. დღეიდან მეტროსადგურებთან სამართალდამცველები იქნებიან მობილიზებულნი, რომლებიც მგზავრების მიერ კოვიდწესების დაცვას გაუწევენ მონიტორინგს.   

დღის ამბები