გორში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალი დახმარებას ითხოვს. ნაზი საათიშვილი მოზარდ შვილთან ერთად ქუჩაში ცხოვრობს. სოციალურად დაუცველის თქმით, ბოლო პერიოდში ნაქირავებ სახლში ცხოვრობდნენ, რომელიც გაიყიდა და მას შემდეგ ქალაქის გარეუბანში, სკვერის ტერიტორიაზე ათევენ ღამეს
გორის მერიაში ამბობენ, რომ ნაზი საათაშვილი ოფიციალურად დაბინავებული ჰყავდათ, თუმცა, სავარაუდოდ, საცხოვრებლის დატოვება მას ოჯახური კონფლიქტის გამო მოუწია.