05 სექტემბერი 2026,   14:01
ვრცლად
ბათუმში კორონავირუსით გარდაცვლილ ორივე პაციენტი 77 წლის ქალი იყო, რომლებსაც თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ  

4 გარდაცვლილი და 958 ახალი შემთხვევია - ქვეყანაში კორონავირუსის ნეგატიური სტატისტიკა ისევ ნარჩუნდება. დღევანდელი მონაცემებით, შემთხვევათა რაოდენობით, აჭარას თბილისმა გადაუსწრო. შავიზღვისპირეთში 226, დედაქალაქში კი 397 ფაქტი დარეგისტრირდა

რაც შეეხება 4 გარდაცვლილს, როგორც ექიმები ამბობენ, მათ მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდათ. მათგან ორი აჭარაში გარდაიცვალა, ორივე მათგანის ასაკი 77 წელი იყო.

"სამწუხაროდ, გარდაიცვალა ორი პაციენტი ქალბატონები. 77 წლის იყო ორივე. პაციენტებს აღენიშნებოდათ თანხმლები დაავადებები, როგორიც არის გულის ქრონიკული უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება, თირკმლის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, ინსულინდამოკიდებული. მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა, ორივე პაციენტის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა და სამწუხაროდ დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი,“ - განაცხადა ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმმა, გია კიკაბიძემ. 

დღის ამბები