07 სექტემბერი 2026,   06:51
ვრცლად
ზუგდიდის აგრარულ ბაზარს დეზინფექცია ჩაუტარდა

ზუგდიდში კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება. დეზინფექცია ჩაუტარდა ზუგდიდის აგრარულ ბაზარს. სადეზინფექციო სამუშაოებს ზუგდიდის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა ადგილზე გაეცნო.

სადეზინფექციო სამუშაოებში "კეთილმოწყობის მართვის ცენტრი, "ზუგდიდდასუფთავება" და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იყო ჩართული.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ზუგდიდის ბაზარში, "კოვიდ -19" 30-ზე მეტ პირს დაუდასტურდა.

დღის ამბები