19 აპრილი 2024,   05:03
ვრცლად
"ლელოს" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მტკიცებით, ზუგდიდში რამდენიმე სკოლის დირექტორი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს

"ლელო საქართველოსთვის" პარტიის ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ალექსანდრე ახვლედიანის მტკიცებით, ზუგდიდში რამდენიმე სკოლის დირექტორი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

ახვლედიანი ამბობს, რომ პარტიას სწორედ დირექტორებმა მიმართეს, თუმცა ამ ეტაპზე მათ ვინაობის გასაჯაროება არ სურთ. მისივე თქმით, საუბარია პოლიტიკურ ზეწოლაზე და საარჩევნოდ მმართველი პარტიის სასარგებლოდ დავალებების მიცემაზე.

კანდიდატმა ხელისუფლებას მოუწოდა, მსგავსი ქმედებებისგან თავი შეიკავოს და საარჩევნო პერიოდში დირექტორებისა დანიშვნასა და გათავისუფლებაზე მორატორიუმი გამოაცხადოს. ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრში კი საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ ეს განათლების სამინისტროს პრეროგატივაა.

პოლიტიკურ დევნაზე ბრალდებები უსაფუძვლოა მმართველი გუნდისთვის.

"საბედნიეროდ ჩვენ ყველამ ერთად მოვახერხეთ ის, რომ ასეთი წლები, განსხვავებული აზრის გამო ადამიანები სამსახურებში ვერ ინიშნებოდნენ და ყრიდნენ პირდაპირ სამსახურებიდან სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ჩვენ ეს წლები ჩავაბარეთ წარსულს და არასდროს არ დაბრუნდება ეს წლები საქართველოში," - განაცხადა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ.

დღის ამბები