ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა, ე.წ. ჯანდაცვის უწყების ცნობით, გუდაუთის ჰოსპიტალში 60 წელს გადაცილებული კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
გასულ დღე-ღამეში ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 107 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ტესტირება 372 პირს ჩაუტარდა.
რეგიონში ამ ეტაპზე 23 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. საერთო ჯამში ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ის 2 ათას 900-ზე მეტი ფაქტია გამოვლენილი, მათგან ათას 200-მდე ადამიანი გამოჯანმრთელდა.