19 აპრილი 2024,   02:31
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულთა პროცესზე 5 მოწმე და ექსპერტ-კრიმინალისტები გამოიკითხნენ

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულთა პროცესი დღის ბოლომდე გაგრძელდა. გამოიკითხა 5 მოწმე - 18 ივლისის ღამეს მცხეთაში მყოფ რამდენიმე პირი, მათ შორის მიშა მეშიძე, ასევე, ექსპერტ-კრიმინალისტები.

პროკურატურის ინფორმაციით, მოწმეებმა ბრალდებულების ინტერესი დაიცვეს და მათ ჩვენებებს უნდობლობა გამოუცხადეს. დაცვის მხარემ კი ექსპერტ კრიმინალისტის ჩვენებას არარელევანტური უწოდა. 

"კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ყველა მოწმისგან, რომ ბრალდებულებს არანაირი შემხებლობა აღნიშნულ ბრალდებასთან არ აქვს. რაც შეეხება ორ პიროვნებას, მათ შორის ბეშიძეს, ამ პირებმა ისაუბრეს ბრალდებულების პიროვნებებთან დაკავშირებით, ვინაიდან სხვა შემხებლობა აღნიშნულ საქმესთან მათ არ ჰქონიათ,"- განაცხადა ადვოკატმა ვასილ მამულაშვილი.

საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, მოწმეები არ აღმოჩნდნენ მზად სასამართლოზე მომხდარის შესახებ სიმართლე ეთქვათ. 

"მიხეილ ბეშიძის ჩვენებას რაც შეეხება, ეს არის ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ბრალდებულებთან ერთად წამოვიდა მცხეთაში მათი უბნიდან, ნაძალადევის რაიონიდან, თუმცა ამ ადამიანს არ ახსოვს ვინ იყვნენ ისინი და მცხეთაში ვინ წამოვიდა. ეს ემსახურებოდა ბრალდებულებისთვის ხელის დაფარებას. ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ ეს ადამიანები სასამართლოსი მაინც იტყოდნენ სიმართლეს, თუმცა გამოჩნდა, რომ ეს ადამიანები არ არიან მზად, რომ თქვან სიმართლე,"- განაცხადა პროკურორმა. 

დღის ამბები