სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში ტარდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ყველა სამსახურში. მოქალაქეთა მომსახურების სივრცეები სპეციალური ხსნარით მუშავდება. გარდა ამისა, დღეში რამდენჯერმე იწმინდება მოქალაქეთა მისაღებში განთავსებული ინვენტარი. მომსახურების სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს ადგილზე სერვისების მისაღებად მისვლისას რეკომენდაციები მაქსიმალურად დაიცვან.