ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ სასწრაფო დახმარების გამოძახების კუთხით მნიშვნელოვანი შეფერხება არ არის და პანდემიის პირობებში 2-3 საათი დაყოვნება სრულიად ბუნებრივია.
მან აღნიშნა, რომ ვირუსით დაავადებული ადამიანი არ საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას და ეს გეგმიური პროცესია.
"სასწრაფო გამოძახების ბრიგადებს აქვთ 2 საათიდან 3 საათამდე დაყოვნება, რაც პანდემიის პერიოდში სრულიად ბუნებრივია, ვინაიდან ჩვეულებრივი ვირუსის პერიოდშიც ჩვენ მსგავსი შემთხვევები გვქონია. ეს არ წარმოადგენს საგანგაშო კომპონენტს, რადგან ვირუსით დაავადებული ადამიანი ეს არ არის კარდიოლოგიური ან ნევროლოგიური სისტემით დაავადებული ადამიანი, რომელსაც ესაჭიროება 20 წუთში სასწრაფო ბრიგადის ადგილზე მისვლა. ეს არის გეგმიური პროცესი. ამ პერიოდში ჩვენი ექიმები საჭიროებენ აღჭურვილობის გამოცვლას, მუშაობენ სრული დატვირთვით, აქედან გამომდინარე ეს პრეტენზიაც სასწრაფო დახმარების სამსახურის მიმართ არის არაკორექტულია,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.