საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით დაკავებული ივერ მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გაოგნებულია იმით, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ მისი საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირა.
ამასთან, ადვოკატი მიიჩნევს, რომ საქმესთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა გამოიკითხოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც.
"ბატონ ლაშა დარსალიას განცხადებით იყო გაოგნებული. როგორც ბატონმა ივერმა მითხრა, დარსალია ზუსტად იცნობდა ბატონი ივერის პოზიციას და მოსაზრებებს ამ საქმეში, ამიტომ, მისი საწინააღმდეგო პოზიციის გაჟღერება ბატონი ივერისთვის მოულოდნელი იყო და მიიჩნევს, რომ ყველა თავის სინდისთან უნდა იყოს მართალი.
ექსპერტიზის დასკვნას აქვს მტკიცებულებითი ძალა, თუკი ის მოპოვებულია ბრალდების, ან დაცვის მხარის მოთხოვნით. სხვა პოზიცია და, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა საგარეო საქმეთა სამინისტროს ასეთი დოკუმენტი არ წარმოუდგენია, მე მივიჩნევ, რომ არის ისევ საზოგადოების აზრის ფორმირებისკენ მიმართული.
ბატონი ღარიბაშვილი აუცილებლად უნდა გამოიკითხოს ამ საქმეში,"-განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.
ნატალია ილიჩოვას ადვოკატის, გიორგი მახარაძის განცხადებით, დაცვის მხარისთვის საინტერესო იქნება ის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც, ლაშა დარსალიას მტკიცებით, სადავო რუკებთან დაკავშირებით არსებობს.
"მან როგორც 14 ოქტომბრის ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელთ ჰქონდა საერთაშორისო იურიდიული კომპანიის დასკვნა, თითქოს და 200 ათასიანი მასშტაბის რუკის გამოყენებით შედეგიანობაზე ქართული მხარისთვის. თუმცა, გაუგებარია, იურიდიული კომპანიის დასკვნა როგორ შეიძლება შედიოდეს კარტოგრაფიულ დეტალებში ამა თუ იმ რუკის გამოყენების საკითხთან მიმართებაში. ცხადია, ამ დასკვნის გაცნობა საინტერესო იქნება ბრალდების მხარისთვისაც და ჩვენთვისაც. ვნახოთ, დაკითხვის ოქმი გადმოგვეცემა უახლოეს მომავალში და შემდეგ უფრო დეტალურად შემეძლება განგიმარტოთ, თუ კონკრეტულად რაზე საუბრობდა ბატონი დარსალია,"-განაცხადა გიორგი მახარაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედებებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია გამოკითხვაზე დაიბარეს, რომელიც, ამავდროულად, სამთავრობო კომისიის თავმჯდომარის პოსტსაც იკავებს.
იქამდე, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს.
პროკურატურის ბრალდებით, კომისიის ყოფილი წევრები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით ხელმძღვანელობდნენ, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს არსებითად ეწინააღმდეგება. სამართალდამცველებმა ჩხრეკისას 1938 წლის რუკა ამოიღეს, რომელზეც, გამოძიების ცნობით, დავით გარეჯის