ბრალდებული არასრულწლოვნების გამოკითხვით გრძელდება დღესაც გიორგი შაქარაშვილის საქმის განხილვა. სასამართლოს წინაშე ჩვენების მისაცემად მზად არის ორი დაკავებული. ახალგაზრდებს ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.
პროკურორის განცხადებით გ.მ-ს და ლ.შ-ს დაკითხვისას ბრალდების მხარე დაინტერესდება იმ მრავალრიცხოვანი სატელეფონო ზარებითაც, რომელიც ლ.შ-მ განახორციელა 18-19 ივნისის ღამეს. აღნიშნული ზარებს დიდ ოდენობას ლ.შ-ს ადვოკატი ხსნის იმით, რომ კავშირის პრობლემა იყო და ლ.შ-ს მეგობრების ადგილმდებარეობის დასადგენად ბევრჯერ დარეკვა მოუწია.