19 ნოემბერი 2024,   07:40
ვრცლად
ნიკა მელიას განცხადებით, ზუგდიდში დაგეგმილი დღევანდელი აქცია სპეცოპერაციის გამო გაუქმდა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიას განცხადებით, ზუგდიდში დაგეგმილი დღევანდელი აქცია სპეცოპერაციის გამო გაუქმდა.

"არ შემიძლია არ ვთქვა და ხაზი არ გავუსვა ხელისუფლების კადნიერებას, ყველაზე რბილი სიტყვა, რომელიც ახლა მაფიქრდება. იმის ნაცვლად, რომ გამოსავალი მოძებნოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მთავრობამ, იგი თავიდან ბოლომდე, ჭირშიც კი ასხვავებს თავის მოქალაქეს და მძევლების შორის ახდენს მისსა და სხვების მხარდამჭერების ინდენტიფიციფებას. 

ჩვენი პოლიტიზირებული შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას და ამცნობს საზოგადოებას, რომ ერთ-ერთი მძევალი თურმე არის "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი. მე ვფიქრობ, რომ ეს ყოველგვარ კრიტიკას ცდება. მხოლოდ და მხოლოდ მინდა ვისურვო, რომ მშვიდობიანად დასრულდება ეს ოპერაცია. 

დღევანდელი აქცია გადადებულია, გაუქმებულია და მოგვიანებით გაცნობებთ ჩვენს სამოქმედო გეგმას," - განაცხადა ნიკა მელიამ. 

ამ წუთებში, ქალაქში მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმი და მძიმე ტექნიკა. ზუგდიდში იმყოფება შს მინისტრიც.

 
დღის ამბები