19 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
როგორ ვითარდებოდა მოვლენები ზუგდიდში თავმდამსხმელის ბანკში შესვლის წუთიდან - 21 ოქტომბრის მოვლენების ქრონოლოგია

დრამატულად მოვლენები ზუგდიდში მდებარე საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში გუშინ შუადღის ორი საათიდან ვითარდებოდა. პირველი გასროლაც სწორედ ამ დროს გაისმა. ამის შემდეგ იყო მოლაპარაკებების ხანგრძლივი პერიოდი, რომლის დროსაც თავდამსხმელი პერიოდულად ათავისუფლებდა მძევლებს.

ქალები, ორსულები, მოხუცები - ბოლოს კრიმინალთან პირისპირ მხოლოდ მამაკაცები დარჩნენ. სამი მძევალი და ერთი სამხარეო პოლიციის უფროსი, რომელიც დანარჩენ მძევლებს ჩაენაცვლა.

მოლაპარაკებების მეექვსე საათზე ბანკის შენობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსი, ავთანდილ გალდავა შედის.

რამდენიმე წუთში ბოროტმოქმედი ბანკის ტერიტორიას ყუმბარის დემონსტრირებით და სამი მძევლის ფარად გამოყენებით ტოვებს. მძევლები ერთმანეთთან ბორკილებით არიან დაკავშირებულები. პიკაპის ტიპის ავტომობილით დამნაშავე მათთან ერთად გაურკვეველი მიმართულებით მიდის. "კურიერის" ინფორმაციით, საჭეს სავარაუდოდ დავით ხვიბლიანი მართავდა. 

გამტაცებელი მძევლებთან ერთად უმისამართოდ ძირითადად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფლებში გადაადგილდება. რამდენიმე საათის შემდეგ კი ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხში მძევლებს ათავისუფლებს. თავად კი შეიარაღებული ტყეში შედის.

ამ დრომდე უცნობია, დამნაშავის ადგილსამყოფელი. პირველი ინფორმაცია მძევლების გათავისუფლების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამთენიისას გაავრცელა, სადაც თქვა, რომ ძებნის ოპერაცია გრძელდებოდა.

დღის ამბები