კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევიდან თბილისში 686 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ცნობილი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა.
რეგიონების მიხედვით ახალი შემთხვევების რაოდენობა ასე გადანაწილდა: აჭარაში - 487, იმერეთში- 356, ქვემო ქართლში - 36, შიდა ქართლში - 35, გურიაში - 17, სამეგრელო-ზემო სვანეთში -69, კახეთში-24, მცხეთა-მთიანეთში -12, სამცხე ჯავახეთში- 30, რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 7.
ამ ეტაპზე, ქვეყანაში კორონავირუსის 14 421 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.