26 აპრილი 2024,   08:43
ვრცლად
მთიანი ყარაბაღის სომხური მოსახლეობა ჩვენი მოქალაქეებია, მათი უსაფრთხოება და უფლებები ჩვენ მიერ იქნება დაცული  - ილჰამ ალიევი

საბრძოლო მოქმედებები გრძელდება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის -  სომხური მხარე ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში კიდევ 26 სომეხი სამხედროს დაღუპვის შესახებ იუწყება.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი კი, ყარაბაღის ორ რეგიონში დამატებით 7 სოფლის გათავისუფლების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის პრემიერი ილჰამ ალიევთან შეხვედრისთვის მზაობას გამოთქვამს.

სპეციალური განცხადება გაავრცელა სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესს-სპიკერმა. შუშან სტეპანიანის ინფორმაციით, ბრძოლის ხაზზე გასული ღამე შედარებით სტაბილური იყო. მისივე თქმით, ზოგიერთ რეგიონში კვლავ აქტიურად მიმდინარეობდა საარტილერიო თავდასხმები,

"აზერბაიჯანი კვლავ განაგრძობს საერთაშორისო სამართლის ჰუმანიტარული პრინციპების დარღვევას. მოწინააღმდეგე ძალამ კვლავ იერიში მიიტანა ასკერანსა და მარტუნზე. თავდაცვის ძალები კვლავ აგრძელებს ოპერაციას დაქირავებული მებრძოლების წინააღმდეგ," - წერს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.

იაპონური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში კი ილჰამ ალიევმა თქვა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა და ეს საერთაშორისოდ აღიარებული მოცემულობაა, იაპონური გამოცემა "ნიკკეის" კორესპოდენტის შეკითხვაზე, იძლევა თუ არა ოფიციალური ბაქო მთიანი ყარაბაღის დაბრუნების შემთხვევაში, იქ მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოებაზე გარანტიას, ალიევი აცხადებს, რომ მან ამის შესახებ არაერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოებასა უფლებების დაცვაზე პასუხისმგებლობის გარანტი თავადაა.

"მე ჩემს გამოსვლებში არაერთხელ ავღნიშნე, რომ მთიანი ყარაბაღის სომხური მოსახლეობა ჩვენი მოქალაქეებია, მათი უსაფრთხოება და უფლებები ჩვენს მიერ იქნება დაცული," - განაცხადა ალიევმა.

ყარაბაღში არსებული ვითარება იყო განხილვის ერთ-ერთი თემა თურქეთისა და ირანის პრეზიდენტებს შორის გამართული სატელეფონო საუბრისას. დღესვე ვაშინგტონში სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს შეხვდებიან.

 

ავტორი: ლიკა ალელიშვილი

დღის ამბები