ქუთაისში კორონავირუსით 95 წლის პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვალება კლინიკა "ბომონდში" დაფიქსირდა, თუმცა კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტი რამდენიმე წუთის შეყვანილი იყო და ექიმებმა მისი გასინჯვა ვერც კი მოასწრეს, ამიტომ კლინიკაში კომენტარი არ კეთდება.
არსებული ინფორმაციით, პაციენტი ქუთაისის საეკლესიო კლინიკაში მკურნალობდა, მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა და მდგომარეობა დამძიმდა, ახალ კლინიკაში მიყვანა დაგვიანებული აღმოჩნდა.