17 ნოემბერი 2024,   19:51
ვრცლად
ეკატერინე ტიკარაძემ ქუთაისში 274 დევნილ ოჯახს ბინის გასაღები გადასცა

ქუთაისში, "აია არენას" სტადიონზე დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დევნილთათვის საცხოვრებელი ბინების გადაცემის ღონისძიება გამართა.

მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 274 დევნილ ოჯახს ბინის გასაღები გადასცა.

"ყველანაირად ვცდილობთ შევუმსუბუქოთ მათ ეს წარმოქმნილი ტვირთი, რომელიც ქართული ხელისუფლების, ქართველი ერის განსაკუთრებული მონდომების მიუხედავად დღემდე მოუგვარებელია და ისინი არ არიან დაბრუნებულები ჯერ თავიან კერაზე. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთობლივად ყველაფერს შევძლებთ და მუდმივი დიალოგით დავიბრუნებთ იმ ოკუპირებულ ტერიტორიას სადაც გაქვთ საკუთარი სახლი,"- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. 

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სახლების გადაცემის პროექტი იმერეთში დასრულებული არ არის და წლის ბოლომდე საცხოვრებელი კიდევ 111 ოჯახს, 2021 წელს კი 800 ოჯახს გადაეცემა.

დღის ამბები