ახალი საფეხბურთო ცენტრი გლდანში, ფიფას " ფორვარდის" პროგრამის დაფინანსებით და დედაქალაქის მერიის თანადგომით გლდანში, მეშვიდე მიკრორაიონში ახალი საფეხბურთო ცენტრი განთავსდა, ქალთა ფეხბურთის, სამოყვარულო ლიგის გუნდები და ადგილობრივი ფეხბურთის სკოლებს საფეხბურთო სივრცის გამოყენება სრულიად უსასყიდლოდ შეეძლებათ.
გახსნის ცერემონიალს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები, დედაქალაქის მერი და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი ესწრებოდნენ.
"ეს არის სპორტული სკოლა და არის ყველანაირი პირობა შექმნილი იმისთვის, რომ აქ ბევრი ვარსკვლავი გაიზარდოს,"- განაცხადა კახა კალაძემ.