04 მაისი 2024,   16:20
ვრცლად
ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული ზავი ამოქმედდა

უკვე რამდენიმე წუთია ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული ზავი მოქმედებს. შეთანხმებას აზერბაიჯანულმა და სომხურმა მხარეებმა შეერთებულ შტატებსა და ეუთოს მინსკის ჯგუფთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად მიაღწიეს.

მხარეებს უკვე მიულოცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპის განცხადებით, შეთანხმება ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენს.

საკითხთან დაკავშირებით მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები და აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ჟენევაში 29 ოქტომბერს შეხვდებიან.

დღის ამბები