19 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
COVID -19 -ის ახალი შემთხვევიდან თბილისში 913, ხოლო 296 აჭარაში გამოვლინდა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კორონავირუსის ახალი შემთხვევების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ  დღეის მდგომარეობით გვაქვს 1872  ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, COVID- 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა  კი  30303-ს შეადგენს:

"დღეს გამოვლენილი 1872 შემთხვევებიდან, თბილისში არის - 913 , აჭარაში -  296, იმერეთში - 337, ქვემო ქართლში - 89, შიდა ქართლში - 54, გურიაში - 32 , სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 90 , კახეთში - 13, მცხეთა-მთიანეთში - 30, სამცხე-ჯავახეთში - 11,  რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 7," - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მისი თქმით, გარდაცვალების 14 ფაქტიდან,  8 ფაქტი თბილისში, იმერეთში 4, ხოლო 2 აჭარაში დაფიქსირდა.

ბერდია სიჭინავას თქმით, შეინიშნება გამოჯანმრთელების დინამიკის ზრდა რაც მისი თქმით, ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

დღის ამბები