27 აპრილი 2024,   06:57
ვრცლად
შეფერხებები ჰოსპიტალიზებასთან დაკავშირებით არ არის - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კოვიდინფიცირებულების ჰოსპიტალიზებასთან დაკავშირებით შეფერხებები არ არის და ყველა მოქალაქე შესაბამის სამედიცინო მომსახურებას იღებს. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

"შეფერხებები ჰოსპიტალიზებასთან დაკავშირებით არ არის. ასევე, ჩვენ გავაკეთეთ პროცენტული ანალიზი, თუ რა ნაწილის ჰოსპიტალიზება ხდება ჩვენი მოქალაქეების, რაც, ასევე, მიუთითებს, რომ საქართველოში ძალიან მაღალია ჰოსპიტალიზების წილი.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით ჩვენ არ ვმსჯელობთ, ვინაიდან არ ვთვლით, რომ ეს ამ ეტაპისთვის ჩვენთვის არის საჭირო. რაზეც ძირითადად ჩვენ ვმუშაობთ არის პროტოკოლები, რაშიც იგულისხმება, როგორც სტაციონარის, ასევე გაწერის, რათა მართვა იყოს მეტად უფრო ეფექტური და აქტიური," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები