19 ნოემბერი 2024,   06:46
ვრცლად
წლის ბოლომდე უკვე იქნება რამდენიმე ვაქცინა, იმედია, გაზაფხულზე ჩვენთვისაც იქნება ხელმისაწვდომი - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო რამდენიმე ვაქცინა წლის ბოლომდე მზად იქნება. 

პაატა იმნაძე ვარაუდობს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის აღნიშნული ვაქცინა ხელმისაწვდომი გაზაფხულზე გახდება. 

"ალბათ, წლის ბოლომდე უკვე იქნება რამდენიმე ვაქცინა, კვლევის მესამე ფაზაში არიან. ჩვენამდე როდის მოვა, გასაგებია - ჯერ იმ ქვეყნებში იქნება, რომლებიც თავად აწარმოებენ თავიანთი ქვეყნებისათვის. იმედი გვაქვს, რომ გაზაფხულიდან ხელმისაწვდომი იქნება სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის, ჩვენთვის," - განაცხადა პაატა იმნაძემ.

დღის ამბები